ორი ჩილელი ჩოგბურთელი, რეიტინგის 613-ე ნომერი ხუან კარლოს საეზიდა და 940-ე რიკარდო ურზუა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სამართალდამცავებს ზემოთხსენებული მოთამაშეების თითო-თითო მატჩზე აქვთ ეჭვი, რადგან ამ ჩოგბურთელების წაგებაზე უჩვეულოდ დიდი თანხა დაიდო. ამჟამად კი გამოძიება მიმდინარეობს.







