ფეხბურთი

13:38 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნავალოვსკი აზერბაიჯანში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელმა ბაქოს “ნეფთჩისთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნავალოვსკის აზერბაიჯანში აქამდეც უთამაშია, 2010 წელს ის მახაჩყალის “ანჟის” ბაქოს “ინტერში” ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გიორგი ბოლოს ბერძნული “ვერიას” ღირსებას იცავდა და კლუბი ცოტა ხნის წინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

აღნიშნული კლუბების გარდა, ნავალოვსკი კარიერის განმავლობაში თბილისის “დინამოში”, რუსთავის “ოლიმპში”, “ვოლგაში”, “ხიმკიში”, “ნოვოკუზნეცკში”, “სკა ენერგიაში”, “ტოსნოში” და გორის “დილაში” გამოდიოდა.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის ახალ კლუბს, "ნეფთჩი"აზერბაიჯანის 8-გუნდიან პრემერლიგაში, 14 ტურში მოპოვებული 9 ქულით, მე-7 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს ბოლოადგილოსან "აზალს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111708