ჩოგბურთი

13:47 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრო და ქისი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებენ

რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ხუან მარტინ დელ პოტრო და ქალთა რეიტინგის მერვე ნომერი მედისონ ქისი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებენ.

დელ პოტრო ავსტრალიაში მოუმზადებლობის გამო ვერ ითამაშებს, ხუან მარტინი კორტს თებერვალში უბრუნდება, ხოლო ქისს მაჯის ტრავმა აწუხებს და მისი კორტზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ავსტრალიურ კორტებზე ასევე ვერ ითამაშებს გერმანელი ანა-ლენა ფრიდსამი, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს.

ავსტრალიის ღია პირველობა 16-29 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122879