,,მზიურში’’ მდებარე საჩოგბურთო კორტები 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ტურნირის მთავარმა მსაჯმა გელა ელერდაშვილმა განუცხადა.
ამ ჩემპიონატის ჩატარების მიზანი საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდისთვის წევრობის კანდიტატთა შერჩევაა, რომლებიც ზამთრის თასებზე მიიღებენ მონაწილეობას.







