სხვა

12:08 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა

საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა სქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის (GMPTNF) მორიგი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.

კონგრესს ესწრებოდნენ დელეგატები რუსთავიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, ჭიათურიდან, გორიდან, აჭარიდან, თბილისის ფედერაციიდან და თბილისის კლუბებიდან «გლდანი», «დიღომი», «პენტა» და «ოლიმპიური იმედის სკოლა».

დელეგატებისთვის წარდგენილ იქნა პრეზენტაცია, თუ რა გააკეთა ფედერაციამ ბოლო წლების განმავლობაში და რას აპირებს მომავალში.

დელეგატები რუსთავიდან და საჩხერიდან გამოვიდნენ სიტყვით, მათ ყურადღება გაამახვილეს თავისი რეგიონის სპორტსმენებზე, რომლებმაც საქართველოს ნაკრები გუნდის სახელით მოიპოვეს მედლები საერთაშორისო შეჯიბრებებზე. კონგრესის მონაწილეებმა რამდენიმე ცვლილება შეიტანეს ფედერაციის წესდებაში, ჩაატარეს GMPTNF აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები და დააჯილდოეს მ/წ ლაურეატები. წლის საუკეთესო ვაჟი სპორტსმენი - გაგა ხიჯაკაძე, წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ქრისტინა ჭიტაძე, ხოლო წლის საუკეთესო მწვრთნელი - კახა გოცირიძე.

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად შემდეგი ოთხი წლით ოლიმპიური ციკლის განმავლობაში კვლავ აირჩიეს ვიაჩესლავ მალიშევი. გენერალური მდივანი გახდა კახა გოცირიძე, ვიცე-პრეზიდენტი - მალხაზ შუშიაშვილი, საპატიო პრეზიდენტი - ჯუანშერ ზალდასტანიშვილი, GMPTNF აღმასრულებელი საბჭოს წევრები კი, ნიკოლოზ ახალშენიშვილი, ამირან შეროზია, ივანე თაბუაშვილი და გიორგი ბერძენიშვილი.

- მადლიერი ვარ დელეგატების მხრიდან ასეთი მხარდაჭერისა და ნდობისთვის, - თქვა კონგრესის დამთავრებისთანავე ვიაჩესლავ მალიშევმა, - ეს ძალიან დიდი პატივია და ასევე დიდი პასუხისმგებლობა. წინა ოთხი წლის განმავლობაში საქართველო გამოჩნდა ხუთჭიდის მსოფლიო რუკაზე. ჩვენმა სპორტსმენებმა მიაღწიეს პირველ წარმატებას საერთაშორისო არენაზე, ჩვენ კი ჩავატარეთ შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში. ვიმედოვნებ, რომ მალე ჩვენი სპორტსმენები გამოჩნდებიან საპატიო კვარცხლბეკზე ტრიატლონის შეჯიბრებებზე. ჩვენი მიზანია მომდევნო წლებში: შევინარჩუნოთ ის ადგილი, სადაც უკვე ვართ, და განვვითარდეთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124857