ფეხბურთი

3:32 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძე ესპანეთის თასზე გააძევეს (+VIDEO)

ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ალავესი” საკუთარ მოედანზე “ხიმნასტიკს” დაუპირისპირდა და პირველი შეხვედრის მსგავსად, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ტარაგონელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ოთარ კაკაბაძე, თუმცა 30-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 21 წლის მარჯვენა მცველმა 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო სამ წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილი მეტოქე წააქცია, რაც კლოს გომესმა არ აპატია, წითელი ბარათი აუფრიალა და სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც სობრინომ გოლად აქცია.

მასპინძლებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში “ხიმნასტიკს” 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125593