ფეხბურთი

19:52 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი (+VIDEO)

ნიკა კაჭარავამ მეცხრე გოლი გაიტანა კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. "ეთნიკოსი" 2:0-ს უგებდა მეორე ადგილზე მყოფ ლიმასოლის აელ-ს და საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდა. ქართველმა ფორვარდმა 32-ე წუთზე ჰანდიკაპით დააწინაურა თავისიანები, მანამდე კი თანაგუნდელსაც გაატანინა.

ნიკა გუნდის საუკეთესო მეგოლეა, მთლიანად ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კი "ომონიას" ინგლისელი ფორვარდი მეტ დერბიშირი ლიდერობს 12 გოლით.

კაჭარავა ამ მატჩში ბოლო წუთებზე შეცვალეს, გია გრიგალავაც სასტარტოში იყო და 52 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგო გახლდათ. "ეთნიკოსი" მეცხრე ადგილზეა.

0.167202