კალათბურთი

20:29 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,დელტა’’ დაწინაურდა

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთში ,,ა“ ლიგის მეექვსე გუნდობისათვის მებრძოლ შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდ IBSU-სა და მარნეულის ,,დელტას“ შორის პირველი შეხვედრა ჩატარდა. 84:74 გაიმარჯვა ,,დელტამ“ და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,დელტას“ ამერიკელმა ლეგიონერმა დეანდრე რეიმ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 11 მოხსნაა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მისმა თანაგუნდელმა ზვიად ანთაძემ - 19 ქულა და 11 მოხსნა.

IBSU-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი 18 ქულა ირაკლი ბეშქენაძემ დააგროვა. 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი იოსებ გოგნაძემ შეასრულა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე, 1:1 ანგარიშის შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭება, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,დელტა“ მეორე შეხვედრის წაგების შემთხვევაშიც ინაღდებს ,,ა“ ლიგის საგზურს, თუ 9 ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088619