კალათბურთი

15:11 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” დანკანი დააფასა

“სან ანტონიო სპურსმა” თავისი ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის ტიმ დანკანის 21-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და მას ამ გუნდში ვერცერთი კალათბურთელი ვეღარ მოირგებს. ამით ტეხასურმა კლუბმა დანკანი დააფასა, რომელმაც გუნდში 19 სეზონი გაატარა და ნბა 5-ჯერ მოიგო (1999, 2003, 2005, 2007, 2014). ტიმმა “ოლ სტარში” 15-ჯერ მონაწილეობდა.

ცერემონიალს ტიმის თანაგუნდელები, ტონი პარკერი, მანუ ჯინობილი და მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დანკანმა გრეგ პოპოვიჩის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:

“დიდი მადლობა გრეგ, შენ ჩემთვის მწვრთნელზე მეტი იყავი, შენ მამასავით ხარ ჩემთვის და ამისთვის მადლიერი ვარ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112447