კალათბურთი

20:20 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მგზავრებს“ სენსაციამდე ცოტა დააკლდა

მიმდინარე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, წაუგებლად მოთამაშე „დინამო“ და აუტსაიდერი „მგზავრები“ დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოგება აქვს. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად დინამოელები ითვლებოდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ, „მგზავრებმა“ მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. 72:68 გაიმარჯვა „დინამომ“ და ჩემპიონატს კვლავ დაუმარცხებლად აგრძელებს.

პირველი მეოთხედი დინამოელებს ცუდს არაფერს უქადდა, რადგან დროის ეს მონაკვეთი 7 ქულის სხვაობით 19:12 მოიგეს. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს და იყო მომენტი, როცა 11 ქულითაც კი დაწინაურდნენ, 23:12. ეტყობა დინამოელებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, ცოტა მოეშვნენ, ამით ისარგებლა მეტოქემ და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4,5 წუთით ადრე ცირეკიძის ზუსტი ორქულიანის შემდეგ წინ გასვლაც კი მოახერხეს 44:43. ამის შემდეგ „დინამო“ გამოფხიზლდა, მალევე დაწინაურდა და სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 55:51 იყო, მასპინელთა სასარგებლოდ. მეოთხე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ცოტა უპირატესობას „დინამო“ ფლობდა, მაგრამ „მგზავრები“ დანებებას არ აპირებდა. ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა რამდენჯერმე ანგარიში გაათანაბრეს, ოთარ ფხაკაძის სამქულიანის შემდეგ კი 66:65 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში „დინამომ“ უკეთ ითამაშა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „დინამოს“ კაპიტანმა ილია ლონდარიძემ აჩვენა, რომელმაც 23 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი მიხეილ ბერიშვილი, რომლის ანგარიშზეც 13 ქულა და 14 მოხსნაა. „მგზავრების“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო ავთანდილ ლომინაშვილი, რომელმაც 20 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

„დინამო“ – „მგზავრები“ 72:68

(19:12, 19:19, 17:20, 17:17)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.053984