სუპერლიგის მონაწილე, საკალათბურთო კლუბ ,,მგზავრების’’ ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი ბრენდონ პიტერსი (19.03.91, 190სმ), გამოჯანმრთელების შემდეგ 17 დეკემბერს ,,დინამოსთან’’ სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების’’ პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გამო, შეუძლოდ მყოფმა პიტერსმა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურში, ,,ოლიმპთან’’ შეხვედრა გამოტოვა, რომელიც ,,ოლიმპის’’ გამარჯვებით დასრულდა.







