ფეხბურთი

15:22 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ობლაკს შემცვლელი "ჩელსიში” მოუძებნა

მადრიდის “ატლეტიკო” ტრავმირებული მეკარის იან ობლაკის შემცვლელს აქტიურად ეძებს და როგორც ირკვევა, ამ პოზიციაზე შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ისევ ლონდონის “ჩელსის” მიმართა.

ობლაკმა ორშაბათს “ვილიარეალთან” მატჩში (0:3) მხარი დაიზიანა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება მოუწია და 3-4 თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. მის ადგილს კი, დიდი ალბათობით, “ჩელსის” პორტუგალიელი კიპერი ედუარდო დაიკავებს. 34 წლის ფეხბურთელთან მადრიდელები სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ. ედუარდო “არისტოკრატთა” რიგებში ზაგრების “დინამოდან” გადავიდა, თუმცა ლონდონში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ამ გარიგების წინააღმდეგი თავადაც არაა.

“ატლეტიკოს” კარი “ჩელსის” კიპერს აქამდეც დაუცავს, ინგლისური კლუბის ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა ასევე იჯარის წესით მადრიდელთა შემადგენლობაში 2011-2014 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109839