ფეხბურთი

15:01 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის გოლი პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო ათეულში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კრასნოდარის” შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო გოლის ავტორთა შორის მოხვდა. championat.com-ის მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულში ქართველი ფეხბურთელის გოლს “ზენიტის” კარში მეორე ადგილი ერგო, პირველი ადგილი კი “ამკარის” ფორვარდის ალექსანდრ სალუგინის მიერ “ტომისთვის” გატანილმა გოლმა დაიკავა.

“ოქრიაშვილის გოლის შემდეგ ნამდვილად შეიძლებოდა პრემიერლიგის მე-15 ტურში გასული ყველა გოლის დავიწყება” - წერს გამოცემა.

თორნიკე “ზენიტთან” მატჩში 63-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი ულამაზესი გოლით “კრასნოდარს” 2:1 მოაგებინა. ეს გოლი რუსულმა სპორტულმა გამოცემებმა მე-15 ტურში ერთხმად დაასახელეს საუკეთესოდ.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ სალუგინის გოლი, რომელიც championat.com-მა რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში საუკეთესოდ აღიარა:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112072