ფეხბურთი

19:20 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: ფინალური ეტაპი იტალიაში, წილისყრა 26 იანვარს

ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატს 2019 წელს იტალია უმასპინძლებს, ხოლო შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2017 წლის 26 იანვარს ჩატარდება. ანუ, საქართველოც ამ დღეს შეიტყობს ჯგუფში თავის მეტოქეებს.

შეგახსენებთ, წინა შესარჩევი ქართველებმა მეოთხე ადგილზე დაასრულეს: ჩამორჩნენ ხორვატიას, შვედეთსა და ესპანეთს, ხოლო გაუსწრეს ესტონეთსა და სან მარინოს.

ფინალურ ეტაპზე 11 ნაკრები გავა და მე-12 დაემატება მასპინძელი იტალია.

შესარჩევის მატჩები გაიმართება: 2017 - 20-28 მარტს, 5-13 ივნისს, 28 აგვისტოს, 5 სექტემბერს, 2-10 ოქტომბერს, 6-14 ნოემბერს; 2018 - 19-27 მარტს, 3-11 სექტმებერს, 8-16 ოქტომბერს. 2018 წლის 12-20 ნოემბერს კი პლეი ოფები შედგება.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გია გეგუჩაძე წვრთნის. მომდევნო შესარჩევში 1996 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეეძლებთ თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111843