ფეხბურთი

14:51 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პალერმო” ისტორიაში შევიდა – 8-დან რვა მარცხი სახლში

იტალიური “პალერმო” ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ისტორიული ანტირეკორდის ავტორია – გუშინ, სიცილიელებმა ვერონას “კიევოსთან” წააგეს შინ და ეს ზედიზედ მერვე მარცხი გამოდგა ამ გუნდისთვის საკუთარ მოედანზე. ამაზე ცუდი შედეგი კი, აქამდე არავის ჰქონია. სხვათა შორის, ეუჯენიო კორინის გუნდს სახლში წელს ქულაც არ აქვს აღებული...

“პალერმომ” როსტოკის “ჰანზას” ანტირეკორდი მოხსნა. 2004-2005 წლების სეზონში გერმანულმა გუნდმა მიჯრით 7 საშინაო თამაში წააგო და ბუნებრივია ბუნდესლიგიდანაც გავარდა. დიდი ალბათობით, “პალერმოსაც” იგივე ელის.

არადა, იყო დრო, სიცილიაზე, პალერმოში, “რენცო ბარბერაზე” თამაში იტალიური ფეხბურთის ბობოლებსაც უჭირდათ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა აღარც ძველი “პალერმოა” და აღარც ძველი სიტუაცია. კუნძულელები სერია ბ-სკენ მიექანებიან და საშველიც არ ჩანს.

“პალერმო” 6 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა დალექილი...

თეგებიპალერმო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111754