ფეხბურთი

13:41 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ნახევარფინალში "ამერიკა" შეხვდება

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მექსიკურმა "ამერიკამ" აზიის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი სამხრეთ კორეის გუნდი "ჩონბუკ მოტორსი" 2:1 დაამარცხა. მექსიკელები ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" 15 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

მეორე მეოთხედფინალურ მატჩში აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სამხრეთ აფრიკის გუნდი "მამელოდი საუნდერზი" იაპონიის ჩემპიონ, მასპინძელ "კაშიმას" დაუპირისპირდება. მათ შორის გამარვებული კი ნახევარფინალში კობა ლიბერტადორესის ტრიუმფატორს "ატლეტიკო ნასიონალს" შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112057