ფეხბურთი

20:15 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიეტლი" MLS-ის გამარჯვებულია

MLS-ის 2016 წლის გათამაშების გამარჯვებული "სიეტლ საუნდერსი" გახდა. ამერიკელებმა ფინალში კანადური გუნდი "ტორონტო" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხეს და აღნიშნულ ტურნირზე პირველად იმარჯვეს.

"სიეტლმა" MLS-ში 2009 წელს დაიწყო თამაში და ტურნირის 21-წლიანი არსებობის ისტორიაში გახდა მე-11 გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი მოიგო. ყველაზე მეტჯერ MLS-ი "ლოს ანჯელეს გალაქსს" (5) აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113307