სხვა

19:54 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია

ეილათში (ისრაელი) გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის. 20-წლამდელებში, +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა ანასტასია გოტფრიდი!

ჩვენი გოგო ატაცში პირველზე გადის. 118 კილოგრამით. ანასტასიამ სამივე მისვლა გამოიყენა.

ჩვენი გოგო გადის პირველზე აკვრაში. 133 კილოგრამით. ანასტასია შეუდარებელი იყო.

და გოტფრიდმა ჯამში 251 კილოგრამი შეკრა. და 13 კილოგრამით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ უკრაინელ ვალენტინა კისილს. მესამეზე (233) გადის ბრიტანელი მერსი ბრაუნი.

საქართველოს ნაკრებს უკვე 14 მედალი აქვს.

ხვალ ტურნირს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაიწყებს.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):“დღეს ისრაელში პატარა ზეიმი აქვს საქართველოს ნაკრებს. ანასტასია გოტფრიდმა სამი ოქრო მოიპოვა, ძალიან დამაჯერებელი იყო. ჯამში უკვე 14 მედალი ავიღეთ და დაგვრჩა 4 სპორტსმენი.“

დღეს ტურნირს დაიწყებს ლონგინოზ ბრეგვაძე. ხვალ - 105კილოგრამში ხეცურიანი და ჩხეიძე და ბოლო აკორდი - ტალახაძე.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078895