ფეხბურთი

13:00 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა ოდესაში - “ზორიას” და “მანჩესტერის” ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (+VIDEO)

ლუგანსკის “ზორიას” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული ევროპის ლიგის მატჩის წინ და მის შემდეგ ოდესაში მასობრივი არეულობები მოხდა.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გუნდების გულშემატკივრების დაპირისპირება თამაშამდე ერთი საათით ადრე ქუჩაში დაიწყო. მანჩესტერელი ფანების მსვლელობის ჩაშლა ადგილობრივებმა მათი მისამართით სხვადასხვა საგნების სროლით სცადეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა და დაპირისპირებულთა სასაშოშმინებლად საქმეში სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო. აგრესიული ქმედებები დაფიქსირდა სტადიონზეც და თამაშის შემდეგაც. უკრაინელ სამართალდამცავთა განცხადებით, შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია ჩხუბის რამდენიმე მონაწილე.

“ზარიასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა და ჟოზე მოურინიოს გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

რაპიდი   1 - 1    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 2    გენკი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.281607