ფეხბურთი

22:38 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: საქართველომ სლოვაკეთს 3:2 მოუგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სლოვაკეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი ამხანაგური 1:1 დასრულდა.

საქართველო ორჯერ იგებდა, სლოვაკებმა ორჯერვე გაათანაბრეს, მაგრამ ბოლოს, სამწუთნახევარი იყო დარჩენილი, როცა ირაკლი თოდუამ კონტრშეტევისას გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

2:2 იყო და რამდენიმე წამში სლოვაკებს მესამე შეეძლოთ გაეტანათ. თითქმის იდეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, კონტრშეტევა დაიწყო, რონინიომ წამოიღო ბურთი, მარცხნივ თოდიას მიაწოდა და მესამედ დააწინაურა მასპინძლები.

2017 წლის იანვარში თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ა ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. მატჩები 24-27 იანვარს გაიმართება. საკვალიფიკაციოზე საქართველოს მეტოქეები შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებები იქნებიან.

საქართველო - სლოვაკეთი 3:2 (1:1)

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი; ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე, სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სლოვაკეთი: ჰერკო, რიკი, სმეჟიჩკა, კოზარი, დრაჰოვსკი; ბრნდიარი, რაფაი, ჰუდაცეკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა

მწვრთნელი: მარიან ბერკი

გოლები: 1:0 რონინიო (4), 1:1 პაშტერნაკი (9), 2:1 კობაიძე (24), 2:2 დრაჰოვსკი (36), 3:2 თოდუა (36)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122526