ფეხბურთი

21:30 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ქუთათელაძე პსჟ-ში ისევ გამორჩეულია (+VIDEO)

ქართველმა ნიკა ქუთათელაძემ “პარი სენ ჟერმენში მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად 15 წლის შემტევმა “ფონტონებლოსთან” ამხანაგურ მატჩში თავი გოლით, 2 საგოლე პასითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნიკამ აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმი სრულად გაატარა.

მოგეხსენებათ, ქუთათელაძეს პარიზის რეგიონის 16-წლამდე ჩემპიონატში 7 ჩატარებულ თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ერთი კვირის წინ პოკერიც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122175