ფეხბურთი

18:55 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

17 წლამდელთა ლიგა თბილისის ლოკომოტივმა მოიგო

4 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. ანგარიში მე-14 წუთზე თემურ გაბუნიამ გახსნა. საბურთალოელებმა წონასწორობა 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას გოლით აღადგინეს. ლოკომოტიველებმა დაწინაურება მალევე მოახერხეს, მე-60 წუთზე გაბუნიამ დუბლი გაიფორმა. მათ 10 წუთში მესამე გოლის გატანაც მოახერხეს - ლუკა ხარძიანმა მეტოქის კარი 70-ე წუთზე აიღო, 75-ე წუთზე კი სანდრო შეწირულმა მეოთხე გოლი გაუტანა „საბურთალოს“ და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 17-წლამდე ლიგის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი თასითა და მედლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვეს.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09774