ფეხბურთი

15:34 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანდანდა კიდევ 6 კვირას გამოტოვებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "კრისტალ პალასის" მეკარე სტივ მანდანდა მუხლის ოპერაციას გაიკეთებს და სარეაბილიტაციო პერიოდი 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მანდანდამ მუხლის ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო. 31 წლის მეკარემ "მანჩესტერ სიტისთან" და "სუონსისთან" შეხვედრები უკვე გამოტოვა. მიმდინარე სეზონში კი ფეხბურთელმა 10 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104343