ფეხბურთი

12:04 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის”, “ატალანტას” და “კალიარის” სოლიდარობა “შაპეკოენსეს”

იტალიური გუნდები, “ატალანტა”, “მილანი” და “კალიარი” ბრაზილიური “შაპეკოენსეს” პატივსაცემად სერია A-ს XV ტურის მატჩებს სპეციალური მაისურებით ჩაატარებენ. სარდიუნიული “კალიარი” “პესკარასთან” საგარეო თამაშს მწვანე მაისურით ჩაატარებს. “მილანისა” და “ატალანტას” მაისურებზე კი ბრაზილიური გუნდის ლოგო და წარწერა: “ფორცა შაპე” იქნება გამოსახული.

“მილანი” “კროტონეს” ეთამაშება, ხოლო “ატალანტა” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრება.

მოგეხსენებათ, “შაპეკოენსეს” თვითმფრინავმა ავაიკატასტროფა განიცადა მედელინთან ახლოს და ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან 76 დაიღუპა.

0.152851