ფეხბურთი

11:00 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ელ კლასიკო” ლიდერობისთვის ბრძოლას დაძაბავს?

მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს “ნოუ კამპისკენ” იქნება მიმართული, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” პრინციპულ მეტოქეს მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

“ელ კლასიკოს” ზოგად მნიშვნელობაზე აბსოლუტურად ყველა ფეხბურთის მოყვარულს მშვენივრად მოეხსენება და ამჯერად ამაზე აღარ შევჩერდებით. დღევანდელი ჯახი უმნიშვნელოვანესია სატურნირო თვალსაზრისითაც. “რეალი” 13 ტურის შემდეგ ლა ლიგის ლიდერია და კვლავ წაუგებელია. მადრიდული გრანდი მთავარ მეტოქეს 6 ქულით უსწრებს და ამ მატჩზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

საერთოდაც, ზინედინ ზიდანის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და უკანასკნელად 6 აპრილს აქვს წაგებული ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ლა ლიგაში ბოლოს 27 თებერვალს დამარცხდნენ.

დედაქალაქური კლუბი კატალონიაში საკადრო პრობლემებით ჩავიდა. ტრავმების გამო გარეტ ბეილი, ალვარო მორატა, ქარიმ ბენზემა და ფაბიო კოენტრაო ვერ შეძლებს თამაშს. სამაგიეროდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს კასემირო დაუბრუნდა და თუ ზინედინ ზიდანი საჭიროდ ჩათვლის, ითამაშებს.

“რეალისგან” განსხვავებით, ბოლო პერიოდში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება “ბარსელონა” და ეს 6-ქულიან ჩამორჩენაშიც აისახა. კატალონიელებმა ორბურთიანი ან უფრო მეტი სხვაობით ჩემპიონატში ბოლოს 15 ოქტომბერს იმარჯვეს (“დეპორტივოსთან” 4:0), ბოლო ორი მატჩია კი, მოგებას ვერ ახერხებენ და “ბლანკოსს” წინ გაჭრის საშუალება მისცეს.

კატალონიელთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯერჯერობით ვერ ამართლებენ გუნდის ახალწვეულები. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალ მოთამაშეებში დიდი ფული დახარჯა, თუმცა ერთადერთი კარგი შეიძლება სამუელ უმტიტიზე ითქვას. აი დანარჩენები კი, აშკარად სრულ გაუგებრობაში არიან და ეს განსაკუთრებით პაკო ალკასერზე ითქმის. ამის ნათელი დადასტურებაა, ოთხშაბათს “ჰერკულესთან” გასვლაზე ფრედ დასრულებული სათასო შეხვედრა (1:1). დიახ, ლუის ენრიკემ მეორე შემადგენლობა გამოიყვანა, მაგრამ ვინ იყვნენ ამ ფეხბურთელებს შორის? – ალკასერი, თურანი, რაფინია, დენის სუარესი, ვიდალი, უმტიტი, დინიე, სილესენი და ანდრე გომეში (ეს უკანასკნელი შეცვლაზე შემოვიდა), თუმცა ამ მოთამაშეებმა მესამე ლიგის წარმომადგენელი ვერ დაამარცხეს. არადა, მხოლოდ პაკო ალკასერის სატრანსფერო ფასი რომ ავიღოთ, ამდენი ბიუჯეტი სულ არ ექნება “ჰერკულესს”.

მოკლედ, ლუის ენრიკესთვის და მისი გუნდისთვის დღევანდელი მატჩი უმნიშვნელოვანესია. ერთადერთი შედეგი, რომელიც მათ აწყობთ გამარჯვებაა. ფრის შემთხვევაში, “რეალი” კვლავ საკმაოდ წინ იქნება, ხოლო თუ მადრიდელებმა იმარჯვეს, ისინი უკვე 9 ქულით გაიჭრებიან წინ და ეს “ბარსასთვის” უდიდესი დარტყმა იქნება.

“ბლაუგრანას” ბანაკში შესანიშნავი სიახლეა – 40 დღიანი უქმობის შემდეგ ანდრეს ინიესტა დაბრუნა და თუ ლუის ენრიკე გადაწყვეტს, ითამაშებს კიდეც. მასპინძელთაგან ჟერემი მატიეს თამაში გამორიცხულია, ხოლო ხორდი ალბას თამაში საეჭვოა.

საინტერესოა, რომ ლიონელ მესი “რეალის” კარში გატანა 5 მატჩია ვეღარ ახერხებს. არგენტინელმა ბოლოს მადრიდული გრანდი 2014 წლის 24 მარტს დაამწუხრა, როდესაც “ბლაუგრანამ” მეტოქეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” 4:3 სძლია. აღნიშნულ მატჩში მესი ჰეთ-თრიკით გამოირჩა.

კლუბებს ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთის წინააღმდეგ 231-ჯერ აქვთ ნათამაშები: 93-ჯერ “რეალმა” მოიგო, 90-ჯერ “ბარსელონამ”, ხოლო 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა. რაც შეეხება, უშუალოდ ლა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს: 172 მატჩიდან 72 მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა, 68 – კატალონიელთა, 32 კი ფრედ.

უკანასკნელი “ელ კლასიკო” “ნოუ კამპზე” გაიმართა და “რეალის” გამარჯვებით დასრულდა (2:1). ასე რომ, ეს კიდევ ერთი სტიმულია მასპინძელთათვის.

შეხვედრას 44 წლის არაგონელი კლოს გომესი განსჯის, რომელიც ლა ლიგაში 2006 წლიდან მსაჯობს, ხოლო ფიფას კატეგორიის არბიტრი 2009 წლიდანაა.

19:15 ბარსელონა – რეალი

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

სავარაუდო შემადგენლობები (მარკას მიხედვით)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რეალი (4-4-2): ნავასი, ვარანი, რამოსი, კარვახალი, მარსელო, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ისკო, ლ.ვაზკესი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: კლოს გომესი

დღის სხვა მატჩები:

16:00 გრანადა – სევილია
21:30 ლეგანესი – ვილიარეალი
23:45 ატლეტიკო - ესპანიოლი

გრანადა   1 - 2    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ხიხონი   2 - 2    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

დეპორტივო   3 - 0    ლას პალმასი

შემადგენლობა

მოვლენები

ლეგანესი   1 - 1    ალავესი

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   5 - 0    ოსასუნა

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   3 - 1    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

სელტა   2 - 2    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   1 - 3    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   0 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   4 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.275628