ევროთასის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ნიჟნი ნოვგოროდის” გამთამაშებელი ივან სტრებკოვი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მერვე ტურში “ნიჟნი ნოვგოროდმა” შინ “ლიტკაბელისი” 91:89 დაამარცხა. სტრებკოვმა გუნდს 31 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა შესძინა. გამთამაშებლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36-ს უწია.







