ფეხბურთი

11:57 | 26.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" ლიდერობა განიმტკიცა (+VIDEO)

რაღა უნდა ითქვას, სატურნირო ცხრილს რომ ჩახედავს კაცი, ყველაფერი ნათელი ხდება – “ლაიპციგი” გერმანიის ბუნდესლიგას დამაჯერებლად, დამსახუბულად ლიდერობს და როგორც ამჟამად სჩანს, არც აპირებს ვინმეს დაუთმოს პირველი პოზიცია.

რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა გუშინ “ფრაიბურგი” გააცამტვერა “შვარცვალდ შტადიონზე”, თან ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. 2009 წელს დაარსებული გუნდის უპირატესობა მიუნხენის “ბაიერნთან” ახლა უკვე 6 ქულიანია, მაგრამ “რეკორდმაისტერი” მე-12 ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს შინ ლევერკუზენის “ბაიერთან”.

გუშინდელ თამაშში კი, “რედ ბული” საქმეს თავიდანვე შეუდგა და ნაბი კეიტას მე-2 წუთზე გატანალი ლამაზი გოლით წინ გავიდა. მართალია საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” ყოჩაღია და გათანაბრება მალევე შესძლო, მაგრამ ტიმო ვერნერმა პირველივე ტაიმში გაფორმებული დუბლით მატჩის ბედი გადაწყვიტა.

“ლაიპციგს” 12 ტურში 30 წულა აქვს (9 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი), 27 გოლი გაიტანა და მხოლოდ 10 გაუშვა. ბრწყინვალე სტატისტიკაა და მითუმეტეს გუნდისთვის, რომლის ისტორია 7 წელს ითვლის და რომელიც, ბუნდესლიგის დებიუტანტია. ეს ფაქტი კი, კიდევ უფრო დიდ ინტრიგას სძენს გერმანიის ჩემპიონატს და ჩვენც გავყვეთ მოვლენების განვითარებას...

“ფრაიბურგი” – “ლაიპციგი” 1:4 (1:3) VIDEO

ფრაიბურგი, “შვარცვალდ შტადიონი”

მაყურებელი: 24 000

“ფრაიბურგი” (5-3-2): შვოლოვი; შტენცელი, ჰოფლერი, მარკ ტორეხონი (ჰაბერერი 46), გულდე (ფორენბახი 70), გუნტერი; ფრანტცი, აბრაში, გრიფო; ნიდერლეჩნერი, პეტერესენი (მიოლერი 77)

მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი

“ლაიპციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; შმიტცი, ილსანკერი, ორბანი, ჰალსტნბერგი; კეიტა, დემე; ზაბიცერი (ხედირა 87), ფორსბერგი; პოულსენი (ბურკი 78), ვერნერი (სელკე 84)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 კეიტა (2), 1:1 ნედერლეჩნერი (15), 1:2 ვერნერი (18), 1:3 ვერნერი (35), 1:4 ზაბიცერი (79)

გაფრთხილება: შტენცელი (18), ჰოფლერი (63) – ორბანი (32), პოულსენი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 16 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ბენჟამინ ბრანდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131889