32 წლის შვედი რობინ სიოდერლინგი, რომელიც კორტზე 2011 წლის შემდეგ აღარ გასულა, 2017 წლის 8-10 მარტს “Kings of Tennis”-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“Kings of Tennis”-ზე სიოდერლინგთან ერთად მარკ ფილიპუსისი, ხუან კარლოს ფერერო, მაგნუს ლარსონი და არნო კლემანი ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ სიოდერლინგმა ბოლოს 2011 წელს, ბასტადის ტურნირის ფინალში ითამაშა, რის შემდეგაც მონონუკლეოზის დიაგნოზი დაუსვეს. მთელი ეს წლები შვედი მძიმე დაავადებას ებრძვის.







