თამაშგარე

11:21 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნერეიდა ჯერ კიდევ ახსოვთ

ესპანელი მოდელი ნერეიდა გალიარდო დრო იყო, კრიშტიანუ რონალდუს სარეცელს ჰაი ჰაი რომ მშვენივრად ავსებდა და როდესაც ნერეიდა პორტუგალიელი სუპერმეგოლის გულისსწორი იყო, მაშინ ამ ქალის პოპულარობა ზენიტში იყო, რაც რონალდუს გულისსწორთა თანმდევი სიამეა.

ახლა ვერ ვიტყვით რომ ნერეიდას პოპულარობა ძალიან გაუფასურდა, მაგრამ ისე აღარ “ქრის მისი მერანი” და ეს პირველ ყოვლისა იმაში გამოიხატება, რომ ევროპის ბულვარული ჟურნალების ყდებზე სულ სხვა ასულები ყელყელაობენ და “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრუიამული”.

ამ ყველაფერზე ნერეიდა გალიარდო ამბობს, რომ არაფერია ამ ცხოვრებაში მარადიული გია ვოლსკის პარლამენტარობის გარდა და მისთვის მთავარია ისაა, რომ საკუთარი საქმე ჯერ კიდევ კარგად გამოსდის. რაც მართალია, მართალია, გამოსდის და მერე როგორ!...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097196