ჭადრაკი

21:27 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრიზე  სამხელისუფლებიანობაა

მოჭადრაკე ქალთა გრან-პრიზე, რომელსაც ხანტი-მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს, მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ნინო ბაციაშვილსა და რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრ ვალენტინა გუნინას შორის. სამწუხაროდ, ქართველ მოჭადრაკეს ამჯერად ხელი მოეცარა, გაიმარჯვა გუნინამ და ბაციაშვილს წამოეწია. მესამე მოჭადრაკე, რომელიც მათთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, რუსეთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი ოლგა გირიაა, რომელმაც ქართველი მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილი დაამარცხა. ლიდერებს 0,5-0,5 ქულით ჩამორჩებიან და IV-V ადგილებს ინაწილებენ აზიელი მოჭადრაკეები ცზიუ ვენცზიუნი და სარასადატ ხადემალშარეხი.

რაც შეეხება ტურნირის მესამე ქართველ მონაწილეს ბელა ხოტენაშვილს, იგი ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს ცზიუ-ვენცზიუნს დაუზავდა და საპატიო ყაიმს მიაღწია.

მეოთხე ტურის პარტიათა ტექნიკური შედეგები:

ვალენტინა გუნინა ( რუსეთი) - ნინო ბაციაშვილი 1:0

ლელა ჯავახიშვილი- ოლგა გირია ( რუსეთი) 0:1

ბელა ხოტენაშვილი- ცზიუ ვენცზიუნი ( ჩინეთი) 0,5:0,5

ელმირა სკრიპჩენკო ( საფრანგეთი) - სარასადატ ხადემალშარეხ 0,5:0,5

დრონოვალი ხარიკა ( ინდოეთი) - ნატალია ჟუკოვა ( უკრაინა) 1:0

ალექსანდრა კოსტენიუკი ( რუსეთი) - ნატალია პოგონინა( რუსეთი) 1:0

სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:

1-3.ბაციაშვილი, გირია, გუნინა 3,0-3,0 ქულა

4-5.ხადემალშარიე-ცზიუ ვენცზუნი 2,5-2,5

6-7.ჰარიკა-კოსტენიუკი 2,0-2,0

8-10.ჟუკოვა, პოგონინა, სკრიპჩენკო 1,5-1,5

11.ხოტენაშვილი 1,0

12.ჯავახიშვილი 0,5.

მეხუთე ტურის პარტიათა განრიგი

ხადემალშარეხი-ჯავახიშვილი

ბაციაშვილი-სკრიპჩენკო

პოგონინა-გუნინა

ჟუკოვა-კოსტენიუკი

ვენცზუნი-ჰარიკა

გირია-ხოტენაშვილი

ხვალ მოჭადრაკეები ისვენებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101062