ფეხბურთი

20:38 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის პრეტენდენტები ცნობილია

როგორც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კონტინენტის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 5 მოთამაშე იბრძოლებს. ესენი არიან: პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დორტმუნდი", გაბონი), რიად მაჰრეზი, ისლამ სლიმანი (ორივე "ლესტერი", ალჟირი), სადიო მანე ("ლივერპული", სენეგალი), მოჰამედ სალაჰი ("რომა", ეგვიპტე)

აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა 2017 წლის 5 იანვარს, ნიგერიის ქალაქ აბუჯაში გაირკვევა. გასულ წელს პირველობა ობამეიანგს ერგო, მეორე ადგილზე იაია ტურე გავიდა, ხოლო მესამეზე - ანდრე აიუ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117953