ფეხბურთი

13:06 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოყვარულთა თასის გათამაშებიდან ქობულეთის „შუქურაში“

"მოყვარულთა თასის" გათამაშების მონაწილე, 18 წლის მოყვარული ფეხბურთელი მერაბ ბოლქვაძე ქობულეთის „შუქურაში“ გაივლის სინჯებს და ამ გუნდში დამკვიდრების შანსი მიეცემა. ამის შესახებ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იტყობინება.

შუახევის მუნიციპალურ ეტაპზე, ბოლქვაძემ სოფელ შუბანის სამოყვარულო გუნდის შემადგენლობაში წარმოაჩინა თავი, ახლა კი „შუქურას“ 19 წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს. ფეხბურთელის სინჯებზე მიწვევის ინიციატორი „შუქურას“ პრეზიდენტი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე გახლავთ, რისთვისაც სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მას და კლუბ ქობულეთის „შუქურას“ მადლობას უხდის, ახალგაზრდა ფეხბურთელს კი წარმატებებს უსურვებს.

"მოყვარულთა თასის" გათამაშების ერთ-ერთი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და განვითარების ხელშეწყობაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112082