ფეხბურთი

11:50 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კლინსმანი და აშშ 5 წლის მერე გაიყარნენ

ამერკის შეერთებული შტატების ნაკრებში იურგენ კლინსამის საგა დასრულდა. ამის შესახებ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი გვამცნობს. გერმანელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი სტარტის გამო გაათავისუფლეს.

იანკებმა საწყის ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვეს – დამარცხდნენ რა, მექსიკისა და კოსტა რიკის ნაკრებებთან.

იურგენ კლინსმანი აშშ-ს ნაკრებს 2011 წლის 19 ივლისიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა და ხსენებული 5 წლის განმავლობაში ყველაზე დამასამახსოვრებელი რაც გუნდს მიაღწევინა, 2014 წლის მუნდიალზე მერვედფინალი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119224