სხვა

19:08 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ორშაბათი ელიტარულ დოჰიოზე

2016 წლის სეზონის ბოლო ბაშოზე, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, ფინიშამდე 6 ტურით ადრე, ლევან გორგაძის ანგარიშზე 5 მოგება და 4 წაგებაა. თეიმურაზ ჯუღელს კი ერთქულიანი უარყოფითი ბალანსი (4-5) აქვს.

ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე გორგაძემ, რომელიც ნოემბრის სუპერტურნირს მე-6 მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს მე-5 მაეგაშირა შოჰოზანი დაამარცხა.

მე-9 ტური წარმატებული გამოდგა გაგამარუს ზედმეტსახელით ცნობილი ჯუღელისთვისაც. მე-16 მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე 199-კილოგრამიანმა ქართველმა გოლიათმა მე-11 მაეგაშირა კიოკუშუჰოს აჯობა. გაგამარუს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან მინიმუმ 4-ის მოგება სჭირდება.

ხვალ, ლევან გორგაძე მე-10 მაეგაშირა ჩიოშომას დაეჭიდება. თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე კი მე-8 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111532