კალათბურთი

19:46 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამო" ვერც "რუსთავმა" შეაჩერა

მეექვსე ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ და მეორე ადგილზე მყოფი ,,რუსთავი’’ დაუპირისპირდნენ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედის შემდეგ, მეორე პერიოდმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც ,,დინამომ’’ 22 ქულის სხვაობით 44: 22 მოიგო. მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს 86: 63.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ,,დინამოს’’ ცენტრალური თავდამსხმელი ილია ლონდარიძე და ,,რუსთავის’’ უკანახაზელი გიგი გოგობერიშვილი იყვნენ, რომლებმაც 16- 16 ქულა დააგროვეს.

,,დინამო’’ - ,,რუსთავი’’86: 63 (17:16, 27: 6, 21: 19, 21: 22)

1 დინამო 6 6 / 0 524 / 405 12
2 ქუთაისი 6 5 / 1 497 / 460 11
3 რუსთავი 6 4 / 2 469 / 461 10
4 ბათუმი 6 3 / 3 510 / 502 9
5 კაკტუსი 6 3 / 3 467 / 490 9
6 სოხუმი 6 1 / 5 486 / 555 7
7 ოლიმპი 6 1 / 5 446 / 450 7
8 მგზავრები 6 1 / 5 423 / 499 7

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08893