ფეხბურთი

3:28 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთში გიორგი მერებაშვილი გატანას აგრძელებს (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა. პლოცკის "ვისლას" ქართველმა შემტევმა ამჯერზე გდანსკში, "ლეხიას" კარი დალაშქრა. გიორგიმ თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. თუმცა, მეორე ტაიმში "ვისლამ" ორი უპასუხო გოლი მიიღო და დამარცხდა. აღნიშულ მატჩში ჩვენებურმა მოედანზე 73 წუთი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდს 7 ტურია უკვე არ მოუგია, შესაბამისად, ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა - "ვისლა" 16 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება თვითონ მერებაშვილს, მან ექსტრაკლასაში მეთოთხმეტე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130724