ფეხბურთი

13:33 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სტივენ ჯერარდის დაყოლიებას სცდილობს

ლეგენდარული სტივენ ჯერარდი მიმდინარე სეზონში შესაძლოა მილანის “ინტერში” ვიხილოთ. აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ ბრიტანულ გამოცემა independent-ის რწმუნებით, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას ჯერარდთან კონტაქტი ჯერ კიდევ გასულ თვეში ჰქონიათ. ახლა კი, როდესაც “სტივიჯი” თავისუფალი აგენტია, წყარო არ გამორციხავს, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ლომბარდიელთა შემოთავაზება მიიღოს და “ინტერს” ბედი ამ სეზონის ბოლომდე დაუკავშიროს.

ამ დროისთვის კი, უცნობია სტივენ ჯერარდის მომავალი – იმის შესახებაც გავრცელდა ცნობა, რომ ინგლისის ლიგა 1-ის საფეხბურთო კლუბი “დონსი” მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე იწვევს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110284