ფეხბურთი

21:40 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინი ამერიკიდან წავიდა და ახალ გუნდს ეძებს

ვეტერანმა ირლანდიელმა თავდამსხმელმა რობი კინმა “ლოს ანჯელეს გალაქსი” დატოვა და ახალი გუნდის ძიებაშია. ამის შესახებ 36 წლის შემტევმა საფეხბურთო საზოგადოებას ინსტაგრამის გვერდიდან ამცნო. რობი კინის განცხადებით, კარიერას ამ ეტაპზე არ დაასრულებს.

“საპატიო იყო თქვენი გუნდის კაპიტნობა, ამაყი ვარ ყველაფრით, რაც ერთად გავაკეთეთ. იმედი მაქვს, რომ კლუბი გააგრძელებს პროგრესს და ზრდას მომავალში. ჩემს კარიერას რაც შეეხება, კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, ამ მომენტიდან ახალ გამოწვევას ველოდები.” - თქვა კინმა.

რობი კინი “გალაქსიში” 2012 წელს, “ასტონ ვილადან” შეუერთდა და მას შემდგომ ამერიკაში ჩატარებულ 138 თამაშში 89 გოლის გატანა შესძლო. ირლანდიელ შემტევს ევროპაში საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა, სადაც “ლივერპულის”, “ტოტენჰემის”, “ვესტ ჰემის”, “სელტიკისა” და “ინტერის” რიგებში უთამაშია.

რობი კინი მიმდინარე კვირაში სტივენ ჯერარდის მერე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც “ლოს ანჯელეს გალაქსი” დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112548