სხვა

16:45 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი ტური ნოემბრის ბაშოზე

კუნძულ კიუშუზე სუმოში 2016 წლის სეზონის ბოლო სუპერტურნირი – ნოემბრის ბაშო მიმდინარეობს და უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კონკურენციაში ორი ქართველი სუმოისტიც ჩაება. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე დოჰიოზე მე-6 მაეგაშირას რანგში გადის. გაგამარუდ წოდებული თეიმურაზ ჯუღელი კი მე-16 მაეგაშირაა და შესაბამისად, ელიტარული დივიზიონის ბოლო საფეხურს იკავებს.

დღეს გამართული მეექვსე ტური ორივე ქართველისთვის წარუმატებელი გამოდგა. ლევან გორგაძე სადანოუმისთან დამარცხდა და სამი მოგების წილ ამდენივე წაგება აქვს. თეიმურაზ ჯუღელისთვის კი, ჰოკუტოფუჯისთან განცდილი მარცხი მეოთხე იყო მიმდინარე ბაშოზე და ტურნირს ორქულიანი უარყოფითი ბალანსით აგრძელებს.

ხვალ გასამართ მეშვიდე ტურში ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა იკიოის დაეჭიდება. გაგამარუს მეტოქე კი მე-14 მაეგაშირა სოკოკურაი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118092