ფეხბურთი

13:53 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი შესაძლოა “დონსის” მწვრთნელი გახდეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი, 36 წლის სტივენ ჯერარდი, შესაძლოა, “მილტონ კეინს დონსის” მთავარი მწვრთნელი გახდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

“დონსი” ინგლისის მესამე ლიგაში ასპარეზობს. მთავარი მწვრთნელი ჩარლზ რობინსონი, რომელიც გუნდს ექვსი წელი თავკაცობდა, თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.

ჯერარდი 1998-2015 წლებში “ლივერპულის” ღირებას იცავდა, ხოლო 2015-16 წლების სეზონში “ლოს ანჯელეს გალაქსიში” თამაშობდა. რის შემდეგაც სტივენი სწავლობდა, რათა უეფას სამწვრთნელო ლიცენზია აეღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120828