კალათბურთში საქართველოს ოცწლამდელთა ჩემპიონატში ერთი მატჩი ჩატარდა, სადაც ,,ზაზას’’ მეტოქე ,, სოხუმი’’ იყო.
პირველმა მეოთხედმა ,,ზაზას’’ უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც დროის ეს მონაკვეთი ექვსი ქულის სხვაობით 20: 14 მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა. ზღვისპირელებმა არა მარტო გაათანაბრეს ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხეს და პირველი ტაიმის შემდეგ ათი ქულის სხვაობით 39: 29 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ,,ზაზა’’ ბევრს ეცადა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 65: 58 ,,სოხუმის’’ სასარგებლოდ, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა ,,სოხუმის’’ წევრმა ტატო ზუზაძემ დააგროვა. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა ტატოს თანაგუნდელ რევაზ ჩიქოვანს, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა და 21 მოხსნაა. ,,ზაზას’’ მხრიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ვლადიმერ ალავიძე და დაჩი დვალაძე იყვნენ. მათმა თანაგუნდელმა ლუკა კალატოზიშვილმა კი 10 მოხსნითა და 20 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა.







