ფეხბურთი

14:39 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონმა გერმანიის ჰიმნიც დაიცვა (+VIDEO)

იტალიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. საქმე ისაა, რომ გუშინ, იტალია-გერმანიის მატჩზე, როდესაც “სან სიროს” სტადიონზე სტუმართა ეროვნული ჰიმნი გაისმა, მაყურებელთა მხრიდან გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა. ბუფონმა კი უმალვე ტაშით უპასუხა ამას და თავისი თანაგუნდელებიც აიყოლია.

სხვათა შორის, იგივე რამ ორი თვის წინ, ბარიში, იტალია - საფრანგეთის თამაშზეც მოხდა და მაშინ ბუფონმა თანაგუნდელების გარდა ტრიბუნებიც აიყოლია. ამჯერზე იგივე ბოლომდე არ გამოუვიდა. თუმცა, ფაქტი თავისთავად მრავლისმეტყველი და აღსანიშნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107876