ფეხბურთი

21:27 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდმა "ლოს ანჯელეს გალაქსი" დატოვა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა "ლოს ანჯელეს გალაქსი" დატოვა აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

"როდესაც "ლივერპული" დავტოვე და ლოს ანჯელესში ჩამოვედი ერთი მიზანი მქონდა, გუნდს ჩემპიონობაში დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, იმედგაცურიებული ვარ, რადგან დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. "ლოს ანჟელეს გალაქსიში" თამაში ჩემთვის დიდი გამოცდილება გახლდათ." - განაცხადა სტივენმა.

ჯერარდი MLS-ის გუნდში 2015 წელს გადავიდა. "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა ერთხელ განაცხადა, ჯერარდის კლუბში დაბრუნებას ყოველთვის მხარს დავუჭერო. ასევე ცნობილია, რომ სტივენი სწავლობს, რათა უეფას სამწვრთნელო ლიცენზია აიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112862