ფეხბურთი

22:52 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი "მანჩესტერიდან" წასვლაზე მუშაობს

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი MLS-ის კლუბ "ჩიკაგო ფაირის" მთავარ მწვრთნელ ველიკო პაუნოვიჩს იტალიურ რესტორანში შეხვდა და თავის მომავალზე ესაუბრა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

მსოფლიოს ჩემპიონი "წითელი ეშკამების" რიგებში ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში არ გამოჩენილა და პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელის გამოყენებას არც აპირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე გერმანელი კლუბიდან წასვლის გზებს ეძებს და შესაძლოა ამერიკის და კანადის პროფესიონალურ ლიგაში ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071207