ფეხბურთი

23:10 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგორ დობროლოვსკი: "სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა"

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა მატჩი (1:1) მედიასთან შეაფასა სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროლოვსკიმ. მისი განცხადებით, დაფიქსირებული შედეგი კანონზომიერი იყო და უფრო არასამართლიანი იქნებოდა, რომელიმე გუნდს რომ მოეგო.

“თამაშის შეფასება ხვალ სჯობს, მაგრამ ახლა ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, დაძაბული თამაში იყო და გულშემატკივრებმა არ მოიწყინეს. ვფიქრობ, სამართლიანი შედეგი. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. ჩემი აზრით, თამაშის ბოლოს ჩვენ რომ გაგვეტანა, კანონზომიერი არ იქნებოდა. საპასუხო თამაშამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი და ახლა ამ თამაშზე არ ვფიქრობთ.

თამაშის მხრივ ჩვენ ბევრად უკეთ ვითამაშეთ სერბეთთან და ირლანდიასთან, სადაც ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ ძირითადად. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ დღეს მოლდოვის ნაკრების საუკეთესო თამაში იყო”, - თქვა დობროლოვსკიმ.

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა გახნსა, ხოლო ალექსანდრუ გაცკანმა შეხვედრის მიწურულს ეფექტური დარტყმით გაათანაბრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124676