ფეხბურთი

14:28 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მსაჯს 16 ნოემბერს დააჯილდოვებენ

იტალიელი ნიკოლა რიცოლი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მსაჯად აღიარეს. football italia-ს ცნობით, რიცოლის საუკეთესო არბიტრისთვის დაწესებულ ჯილდოს 16 ნოემბერს, იტალიისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის წინ გადასცემენ.

45 წლის არბიტრმა ზაფხულში ევრო 2016-ზე ოთხი მატჩი იმსაჯა: ინგლისი –რუსეთი (1:1), პორტუგალია – ავსტრია (0:0), საფრანგეთი – ირლანდია (2:1) და გერმანია – საფრანგეთი (0:2). დანიშნა სამი თერთმეტრიანი, 19-ჯერ გამოიყენა ყვითელი და ერთხელ წითელი ბარათი.

ნიკოლა რიცოლი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მსაჯადაც არის დასახელებული.

0.112809