ქუთაისის სპორტის სასახლეში IHF თასზე ხელბურთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იოლად დაამარცხა ალბანეთი, 55-10, ბრიტანეთმა მოუგო სომხეთს - 33-14, ფრედ ითამაშეს მოლდოვამ და კოსოვომ, 27-27.
გუნდმა ალბანეთთან კარგად ივარჯიშა, გოლი ყველამ გაიტანა, ხოლო ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი დიხამინჯია - 12. ოთხშაბათს ასევე შედარებით იოლი მატჩი გვექნება სომხეთთან, ხოლო ხუთშაბათს ჯგუფში პირველობისთვის დიდ ბრიტანეთს ვეთამაშებით.
დღის ყველაზე საინტერესო და დრამატული მატჩი კოსოვოსა და მოლდოვის გუნდებს შორის ფრედ დასრულდა. მოლდოვა სამი ბურთით დაწინაურდა დასაწყისში, შემდეგ ზედიზედ 6 გოლი გაუშვა და მეორე ტაიმში ოთხითაც ჩამორჩა, მაგრამ ბოლოსკენ მოლდოვამ ანგარიში გაათანაბრა - 27-27. შეხვედრა იმსაჯეს ახალგაზრდა ქართველმა არბიტრებმა, შალვა სტურუამ და ზურაბ აბრამიშვილმა.
IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, ბრიტანეთი
B ჯგუფი: კოსოვო, მალტა, მოლდოვა
8 ნოემბერი. ალბანეთი - საქართველო 10-55
საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი - დიხამინჯია 12, რუსტამოვი 9, ორჯონიკიძე 7, მათნაძე 6 , ცხოვრებაძე 4, ბაინაზიშვილი 4, გოგოლაძე 3, გოგავა 3, ლაპიაშვილი 2, მიქავა 2, არსენაშვილი 2, იობაშვილი 1
ალბ: ბარდოლი - დედია 3, მეკა 2, ლუფტა 2, ჰასანი 1, ცოპია 1, ალა, დიშა, ლამე, მოლსი, კოვაციი
მსაჯები: ურსუ, სერდიუკი (მლდ), დელეგატი: პოსავეცი (ხორ)
სომხეთი - ბრიტანეთი 14-33
მოლდოვა - კოსოვო 27-27
9 ნოემბერი
14:00 მალტა - მოლდოვა
16:00 ბრიტანეთი - ალბანეთი
18:00 საქართველო - სომხეთი
10 ნოემბერი
14:00 კოსოვო - მალტა
16:00 საქართველო-ბრიტანეთი
18:00 ალბანეთი - სომხეთი
12 ნოემბერი
14:00 მე-5 ადგილისთვის A3-B3
16:00 ნახევარფინალი A1-B2
18:00 ნახევარფინალი B1-A2
13 ნოემბერი
12:00 მესამე ადგილისთვის
14:00 ფინალი
მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, შალვა სტურუა-ზურაბ აბრამიშვილი (საქ), ჯეისონ ჰოლისი-ნიკ ლე მონი (ბრი), რადუ ურსუ-ვიქტორ სერდიუკი (მლდ), ილირე ბიტიჩი-სიარტ კასაპი (კოს), IHF წარმომადგენელი ლიდია ბოიჩ-ჩაჩიჩი (ხორ), IHF დელეგატი იოსიფ პოსავეცი (ხორ)







