ფეხბურთი

16:05 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოსასუნა” უმწვრთნელოდ დარჩა

ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი “ოსასუნა” ახალ მწვრთნელს ეძებს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ენრიკე მარტინი გაათავისუფლა და მისი შემცვლელის პოვნამდე გუნდი დროებით ალფრედო სანჩესს ჩააბარა.

“ოსასუნას” მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109633