კალათბურთი

13:38 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის სეზონის რეკორდები

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეოთხე ტურში, მიმდინარე სეზონის რამდენიმე სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა.

ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა ,,რუსთავის’’ ამერიკელი ლეგიონერი ქეისი კასპერბაუერი. სარეკორდო იყო მის მიერ დაგროვილი ქულებისა(27) და გამოყენებული სამქულიანების(8) რაოდენობა. კასპერბაუერმა დაგროვილი ქულებით კალებ კრეიტონისა(,,მგზავრები), მიხეილ ჭოჭუას(,,დინამო’’) და სამქულიანებში დავით ბარბაქაძის(,,სოხუმი’’) მიერ დამყარებული რეკორდები გაიმეორა.

სარეკორდო გამოდგა ფილიპ მილერისა(,,სოხუმი’’) და გეგა ბაქრაძის(,,ოლიმპი’’) მიერ გაკეთებული 6-6 ჩაჭრა, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში, რევაზ როგავას(,,ოლიმპი’’) მიერ დამყარებული რეკორდი ერთი ჩაჭრით გააუმჯობესეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090993