ჩოგბურთი

21:45 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელია

ბრიტანელი ენდი მარეი კარიერაში პირველად მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა. ენდი ღია ერაში პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგის სათავეში მოექცა.

ენდის გაპირველება, პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოვარდნამ განაპირობა. ნოვაკი აღნიშნული ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი იყო და 1000 ქულა ჰოქნდა დასაცავი, რაც ვერ მოახერხა, ხოლო მარეიმ პარიზის მასტერსი მოიგო. ბრიტანელმა ფინალში ამერიკელი ჯონ ისნერი 6:3, 6:7, 6:4 დაამარცხა. ამ დროისთვის ენდი 11 185 ქულით პირველ ადგილზე, ხოლო ნოვაკს 10 780 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

მარეიმ პარიზის მასტერსი პირველად მოიგო. ენდიმ კარიერაში მე-14 მასტერსის ტიტული მოიპოვა და ამ კატეგორიის ტურნირებიდან მხოლოდ “ინდიან-უელსის” და “მონტე-კარლოს” მასტერსები არ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111627